civil.ge
„TI საქართველო“ ხელისუფლებას არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვლობა საქართველო“ (TIG) ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს და პანდემიის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს. 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი „ინტენსიურად მუშაობს“, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. ორგანიზაციისვე განცხადებით, იმის …