civil.ge
დამფუძნებელი კრება: ქართველი ერი ევროპისაგან აზიისაკენ ვერ იბრუნებს პირს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 მაისი, N98 დამფუძნებელი კრების მოწოდება საქართველოს შვილნო! ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მტერი უახლოვდება. უდიდესი განსაცდელის ჟამს სამშობლო თავდაცვისათვის მოუწოდებს ყოველ მოქალაქეს. ჩვენს ქვეყანას მტრად ევლინება ბალშევიზმის სამოსელში გახვეული რუს-თათრული იმპერიალიზმი. შინაური ბრძოლითა და უწესრიგობით განადგურებული რუსეთის, ამ პურის ქვეყნის დამშეული, გაბოროტებული ბრბოებს უკავშირდებიან არზრუმის ფაშებს, ჩვენს ისტორიულ მტრებს და ამაოდ ოცნებობენ …