civil.ge
ჟორდანია: ბოლშევიზმის შემოჭრა დემოკრატიის ალაგას ტირანიის გამეფებას ნიშნავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 მაისი, N96 მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ნოე ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელი კრების 30 აპრილის სხდომა მოქალაქენო, მაქვს პატივი მთავრობის სახელით მოგახსენოთ შემდეგი: პოლიტიკური ღრუბლები ჩვენ ირგვლივ კიდევ აისვარა; საბჭოთა რუსეთის მოსაზღვრეობა ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისათვის თანდათან მუქარათ ხდება. ის ჩვენ დაგვიახლოვდა ჩრდილოეთით, გვიახლოვდება სოჩის მიმართულებით, ხოლო ახლა კარზე მოგვადგა აღმოსავლეთით, ადებეიჯანის საშუალებით. …