civil.ge
პრეზიდენტი ზელენსკის მიერ სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერობის შეთავაზებას აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვას ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების „საფუძვლიანი შეშფოთება“ გამოიწვია. ზურაბიშვილის თქმით, ვიცე-პრემიერად იმ კანდიდატურის განხილვა, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და რომელიც მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული, „მიუღებელი და ყოვლად გაუგებარია“. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება …