civil.ge
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა
კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე შემცირდა. სებ-ის მიერ 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, მარტის თვეში, წლიური ინფლაცია 6.1% იყო. ბანკისვე განმარტებით, „პანდემიის ფონზე, ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი …