civil.ge
„TI საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TIG) 28 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მუნიციპალიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) შექმნის უფლება ეძლევათ. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, მუნიციპალიტეტებისათვის სსიპ-ების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება მხოლოდ სსიპ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილების კონტექსტში უნდა განხორციელდეს. ორგანიზაციისვე განმარტებით, სსიპ-ების ერთიანი რეესტრის შექმნის გარეშე, მუნიციპალიტეტებისათვის სსიპ-ების შექმნის …