ახალი ამბები

კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა აფხაზეთის ნომერ პირველი პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 27 აპრილს კორონავირუსის ნომერ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს გამოავლინეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვიდან დაბრუნდა. მან მკურნალობის კურსი გუდაუთის საავადმყოფოში გაიარა.

21 აპრილს ვირუსი დაამარცხა ნომერ მეორე პაციენტმაც. სოხუმი აცხადებს, რომ ამჟამად, რეგიონში კორონავირუსის აქტიური შემთხვევები აღარ არის, ვინაიდან სამი გამოვლენილი პატიენტიდან, ორი გუდაუთის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ხოლო მესამე პაციენტი, 95 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 11 აპრილს დაუდგინდა, 26 აპრილს ვირუსის ფონზე თანმდევი დაავადებების გართულებებისგან გარდაიცვალა.

კორონავირუსის შესახებ დეტალებისთვის ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button