Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

წითელმა არმიამ ბაქო დაიკავა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 აპრილი, N94

ბოლშევიკები ბაქოში

გარეშე საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროს ცნობა

27 აპრილს, დილის 4 საათზე ბაქოდან მოვიდა ცნობა, რომ ბოლშევიკებმა გადმოლახეს აზერბაიჯანის საზღვრები. აზერბაიჯანი მოითხოვდა შველას საქართველოს რესპუბლიკისგან. ამავე დღეს 1-ლ საათზედ მოვიდა მეორე ცნობა, რომ ბოლშევიკები უკვე ხაჩმასთან არიან. ხან-ხოელი იტყობინება, რომ აზერბაიჯანის ჯარი წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკებს, რომელთა რიცხვი 5000 უდრის. მაგრამ როგორც გამოირკვა საქართველოს მისიასთან ტელეფონით ლაპარაკიდამ აზერბაიჯანის ჯარს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკებს წინ მოუძღოდათ ჯავშნიანი მატარებლები. როგორც სჩანს აზერბაიჯანის ჯარს არც გზა გაუფუჭებია, არც ხიდი აუფეთქებია და სხვა. ღამის 10 საათზე წითელი ჯარი იდგა სადგურ სუნგაიასთან. ღამის 2 საათზე ბოლშევიკების ბალაჯარში იყვნენ. ამავე დროს მოვიდა ცნობა ბაქოდან, რომ იქ გამოცხადდა საბჭოთა მთავრობა. ძველი მთავრობა თავის შემადგენლობით ჯერ ისევ ბაქოში დარჩენილა.

საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ცნობა

ბაქოდან მიღებულ ცნობით 27 აპრილს ღამით ბოლშევიკების ჯარის ნაწილები გასცილდნენ მდ. სამურს და წავიდნენ ბალაჯარისკენ. ადერბეიჯანის ჯარების ნაწილები უკან იხევდენ. 27 აპრილს ღამით ბოლშევიკების ჯავშნოსანი მატარებელი მოადგა ბაქოს ადაც საბჭოთა მთავრობა გამოცხადდა. შეიარაღებული შეტაკება არ ყოფილა. ადერბეიჯანის მთავარი ძალები ამ დროს იყო ყარაბახში და განჯის რაიონში.

მსგავსი/Related

Back to top button