civil.ge
პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს, დაპირებისამებრ, პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის პრეზენტაციას, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე დედაქალაქის მერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. პრეზენტაციამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარეშე ჩაიარა. ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციამდე, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის …