civil.ge
ოკუპირებული აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ოკუპირებული აფხაზეთის მეხუთე „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ხუთი წლის ვადით უფლებამოსილების შესრულებას 23 აპრილიდან მას შემდეგ შეუდგა, რაც 22 მარტის განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გაიმარჯვა. 22 მარტის განმეორებით არჩევნებს წინ ადგილობრივი სასამართლოს მიერ 12 იანვარს 2019 წლის სექტემბრის „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგების გაბათილება უძღოდა, რის შემდეგაც, აფხაზეთის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა მალევე დატოვა. თავის …