რესპუბლიკის ამბები

1920 წლის 23 აპრილს ცენტრალური სამეცნიერო არქივი დაარსდა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივ აქტთა კრებული

კანონი

რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსებისა

  1. დაარსებული იქნეს ამა 1920 წლის მარტის 1-დან ქალაქ ტფილისში  სახალხო განათლების სამინისტროსთან  რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი ამ კანონთან დართული შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის თანახმად.
  2. პირველ მუხლში აღნიშნული ცენტრალური სამეცნიერო არქივის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს  სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებისათვის ამა 1920 წლის მარტის 1-დან  ივნისის 1-მდე  ორას ორმოცდა თორმეტი ათას ცხრაასი /252 900/ მანეთი.
  3. გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის  განკარგულებისათვის ერთობლივად ექვსასი ათასი /600 000/ მანეთი  სხვა და სხვა ადგილის არქივების ქ. ტფილისში  გადმოსაგზავნად.
  4. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

1920 წლის აპრილის 23-ს.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უმცროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button