Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სამედიცინო დაწესებულებები თვითმმართველობათა ხელში გადადის

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 აპრილი, N89

ერობა

ერობათა კავშირში

ერობათა კავშირის კომიტეტმა შუამდგომლობა აღძრა, რომ ერობებს და ქალაქის თვითმმართველობებს გადაეცეთ სამხედრო საავადმყოფოები, თავისი ინვენტარით და კრედიტით. ამ მიზნით დაარსებული იქნება საგანგებო კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან [ჯანმრთელობის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებობდა – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა], ერობათა და ქალაქის კავშირთა წარმომადგენლებისგან იმის გამოსარკვევად, თუ რომელი საავადმყოფო გადაეცეს ცალკე ერობას და ქალაქს და რომელი საერთოდ ერობას და ქალაქს. იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო მიღებულ იქნება საერთოდ ერობის და ქალაქის მიერ, პასუხის გება მთავრობის წინაშე, ან ერობამ, ან ქალაქმა უნდა იკისროს და საავადმყოფოს სამეურნეო ნაწილის გასაძღოლად უნდა იყოს კომისია სამხედრო უწყების, ერობის და ქალაქის წარმომადგენლებისგან.

მსგავსი/Related

Back to top button