ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მარტში

„საქსტატის“ მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით, 5.9%–ით შემცირდა და 778.2 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 1.4%-ით შემცირდა და 1.995 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.217 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-მარტში 402.2 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი და აშშ 306.2 მლნ, 301.4 მლნ, 281.3 მლნ და 138.6 მლნ აშშ დოლარით.

121.9 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია. შემდეგ მოდის: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქეთი 99.9 მლნ, 91.2 მლნ, 83.5 მლნ და 54 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ 348.3 მლნ, 210.1 მლნ, 184.3 მლნ, 181.4 მლნ და 119.8 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის იანვარ-მარტში 159 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები იყო – 127.9 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 58.2 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 44.3 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 304 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 27.6 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 26.4 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 23.5 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 19.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 12.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 248.8 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარ-მარტში 173.8 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 150.4 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 135.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 111.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 72.1 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 44.7 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 29  მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 19.3 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 19 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.2 მლრდ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button