Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

7 მაისს რესპუბლიკაში პოეზიის დღესასწაული გაიმართება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 აპრილი, N88

ხელოვნება

„პოეზიის დღე“

7 მაისს თანახმად მწერალთა მეორე ყრილობის დადგენილებისა, მწერალთა საბჭო მართავს სრულიად საქართველოში პირველ ტრადიციულ „პოეზიის დღეს“.

„პოეზიის დღის“ მოწყობა პროვინციებში მიენდო: ქუთაისში – ნიკო ლორთქიფანიძეს, ფოთში – იასამანს, ჩოხატაურში – ია ეკალაძეს, თელავში – ბეგლარ ახოსპირელს, ზუგდიდში – ლეო ქიაჩელს. დანარჩენ ადგილებში საბჭო გზავნის სპეციალურ პირებს, რომელნიც ადგილობრივ ძალებთან ერთად მოაწყობენ „პოეზიის დღის“ საღამოებს.

„პოეზიის დღე“ გაიმართება ბათუმშიც 9 მაისს, სადაც წავლენ საბჭოს წევრები, პოეტებისა და მსახიობების ჯგუფი.

„ქიმერიონში“ 7 მაისს გაიმართება დიდი კრება. ამავე დღეს გამოვა დიდი ფორმატის სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი.

მსგავსი/Related

Back to top button