civil.ge
პროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. დააკავეს. პროკურატურის მიერ 20 აპრილს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით „უმისამართოდ“ გაისროლა. „გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე …