რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობა თფილისის უსინათლოთა სკოლას აფინანსებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 აპრილი, N87

დეკრეტი

თფილისის უსინათლოთა სკოლის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა

  1. დამტკიცებულ იქნეს 1919 წლის ნოემბრის 1-დან ტფილისის უსინათლოთა სკოლის შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა ამ დეკრეტთან დართული.
  2. პირველ მუხლში აღნიშნული შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებისათვის 1919 წლის ნოემბრის 1-დან 1920 წლის ივნისის 1-მდე სამსას ოცდა ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ერთი (337 981) მანეთი.
  3. ამ დეკრეტით დამტკიცებულ შტატზე გავრცელებულ იქნეს დამფუძნებელი კრების ამა 1920 წლის თებერვლის 10-ს დეკრეტით დაწესებული მომატება ჯამაგირისა.
  4. დეკრეტი ეს ძალაში შედის დღიდან მიღების დამფუძნებელი კრების მიერ.

1920 წლის აპრილის 8-ს.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button