civil.ge
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს“. სუს-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ასევე ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. „მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - განმარტავენ სუს-ში. საკითხზე …