რესპუბლიკის ამბები

ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სამშვიდობო კონფერენცია დაიწყო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 აპრილი, N81

ადერბეიჯანიდან კონფერენციის წევრებია: პარლამენტის წევრი დ-რ ჰასანბეკ-აგიევი, საქართველოში ადერბეიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი  ფარის-ბეგ ვექილოვი, და იუსტიციის მინისტრის ამხანაგი ოლგერ-ბეი კრიჩინსკი. სომხეთიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ოჰაჯანიანი, პარლამენტის წევრები: ს. ხ. ხაჩატურიანი, ტ. ა. ბეკზადიანი და ს. გ. მამიკონიანი. ადერბეიჯანის, სომხეთის და საქართველოს რესპუბლიკის კონფერენციამ დაიწყო რა თავის მუშაობა ადგენს: პირველი,  დაუყონებლივ შესწყვიტონ სისხლის ღვრა ყაზახში, ნახჩევანში, ორდრუბახში და ყარაბახში. მეორე იმავე დროს კონფერენცია მოითხოვს, რომ ადერბეიჯანისა და სომხეთის მთავრობამ დაუყონებლივ მიიღონ ზომები, რათა მოსპობილ იქნეს ყოველივე შესაძლებლობა სომეხ და მუსულმან მცხოვრებთა შეტაკებისა და ორი რესპუბლიკის მიდამოებში. მესამე, საჩქაროდ ეცნობოს ეს დადგენილება ადერბაიჯანის და სომხეთის მთავრობას რათა მათ ამ მიმართულებით სათანადო ზომები მიიღონ. კონფერენციის პრეზიდიუმი: გ. აგაევი, ს. მამიკონიანი, ე. გეგეჭკორი. 12 აპრილს სხდომაზე მიღებულია შემდეგი დადგენილება: კონფერენცია ირჩევს 6 კაცისაგან შემდგარ კომისიას, რომელიც ადგილობრივ ატარებს და კონტროლს უკეთებს კონფერენციის დადგენილებას, რომელიც შეეხება სისხლის ღვრის მოსპობას და „სტატტუს-ქვო“-ს აღდგენას. 2 არკვევს და აშუქებს მომხდარ შეჯახებათა მიზეზებსა და სურათებს.

მსგავსი/Related

Back to top button