civil.ge
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას“ ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური მოქმედებების ხელმძღვანელობის ბრალდებაში გაამართლა და მას გამამტყუნებელი განაჩენი …