civil.ge
ევროკავშირი საქართველოს კოვიდ-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება
კონორავირუსის გავრცელებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს. ფინანსური მხარდაჭერა ევროკომისიის „გადაუდებელი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული, რომელთა შორისაა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. 8 აპრილს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა, რომ დახმარება გამოყოფილია ევროპის გუნდის (Team Europe) რეაგირების ფარგლებში და …