Placeholder canvas
ახალი ამბებიმულტიმედიაფოტოგალერეა

ფოტოამბავი: კარანტინი თბილისში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 21 აპრილამდე იქნება. ერთი კვირის შემდეგ კი – მას მერე, რაც ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, – თქვა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.

გამკაცრებული ზომების თანახმად, 31 მარტიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათიც გამოცხადდა. ახალი შეზღუდვები საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებასაც კრძალავს. შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს არ ეხება. ასევე, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი დაცარიელებული თბილისის შესახებ ფოტოამბავს გვთავაზობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button