civil.ge
ნატოს ხუთი ხომალდი ფოთის პორტს სტუმრობს
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხუთი ხომალდი 7-9 აპრილს ფოთის პორტს სტუმრობს. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. „შენაერთის ვიზიტი …