Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობამ არაფორმალური განათლებისთვის 2 მილიონი გამოყო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 10 აპრილი, N80

[1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად მუშაობდა არაფორმალური განათლების კერების გასაფართოებლად. განათლების სამინისტრო აფინანსებდა სახალხო უნივერსიტეტების ქსელს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ადგილობრივ ერობებთან ერთად აარსებდა სასოფლო ბიბლიოთეკებს. ერობებთან ერთად ქმნიდა მოძრავი კინოთეატრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ხსნიდა ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის კურსებს და სხვა. რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა].

დეკრეტი – სკოლის გარეშე განათლებისათვის 2 000 000 მანეთის გადადებისა.

1.გაცემულ იქნას სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი (2 000 000) მანეთი რესპუბლიკაში სკოლის გარეშე განათლებისათვის.

2. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

1920 წლის აპრილის 2-ს.

რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button