civil.ge
პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი - ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ამავე ინფორმაციის თანახმად, ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებს …