civil.ge
მთავრობა და პარლამენტარები სახალხო უნივერსიტეტში მოხსენებებს წაიკითხავენ
გაზ. ერთობა. 1920 წლის 9 აპრილი, N80 სახალხო უნივერსიტეტი სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თხოვნითა და დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დადგენილების მიხედვით დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის ზოგიერთი წევრები ერთი კვირის განმავლობაში სახალხო უნივერსიტეტის აუდიტორიებში გააკეთებენ მოხსენებებს გარეშე მორიგ ლექციებისა: 1-ლი განყოფილება (ნაძალადევი), 13 აპრილს, სამშაბათს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი. იქვე 15 აპრილს, ხუთშაბათს, შინაგან …