რესპუბლიკის ამბები

მიხაკო წერეთელი საქართველოში დაბრუნდა

გაზ. კლდე, 1920 წლის 4 აპრილი, N14

მიხაკო წერეთლის ჩამოსვლა

საზღვარ გარეთიდან თფილისში ჩამოვიდა ცნობილი მწერალი მ. წერეთელი (Baton).

მიხაკო წერეთელი  გიორგი მაჩაბელთან ერთად იყო სულის ჩამდგმელი „საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტისა“, რომელიც დაარსდა ბერლინში ომის დროს და რომელმაც პირველად მოამზადა ნიადაგი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისა ევროპაში.

უკანასკნელ დროს მიხაკო წერეთელი იყო მუდმივი თანამშრომელი შვეიცარიაში და გერმანიაში მოქმედ საქართველოს დიპლომატიური მისიისა.

მსგავსი/Related

Back to top button