civil.ge
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ 31 მარტს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ. მიესალმნენ რა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და სხვა პირების ძალისხმევას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ, თავი …