civil.ge
გაზეთი „ტაიმსი“ ბათუმის ოლქისადმი ბრიტანეთის პოლიტიკას აკრიტიკებს
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 აპრილი, N73 „ტაიმს“-ი ბათუმის შესახებ 23 თებერვლის „ტაიმს“-ში მოთავსებულია შემდეგი ტელეგრაფით გადაცემული ცნობა კონსტანტინეპოლიდან: „აქ მოვიდა ბათუმიდან მიმავალ ბრიტანეთის ჯარების პირველი ეშელონი. აქ მოელიან, რომ ქალაქ ქართველი ჯარები დაიკავებენ; მაგრამ საეჭვოა, შესძლებენ თუ არა ისინი წესრიგი დაამყარონ ბათუმის ოლქში, რომელსაც ორგვარი ბანდები ემუქრებიან. პირველი ბანდები ბოლშევიკებს თანაუგრძნობენ. ბრიტანეთის სამხედრო ძალა-უფლებამ …