civil.ge
საია უზენაესი სასამართლოს პლენუმს დღევანდელი სხდომის გადადებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დღეს, 15:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლის დანიშვნისთვის დაგეგმილ სხდომას ეხმაურება და პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში „საია“ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 5 დეკემბერიდან არის და „არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქამდე …