civil.ge
სახალხო გვარდიამ დარიალში შემოსული 8 000 დენიკინელი გაანიარაღა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 მარტი, N69 მოხალისეთა განიარაღება ყაზბეგი (დეპეშა). 21 მარტს, დილის 7 საათიდან ჩვენ განვაახლეთ მოხალისეთა რაზმების გამოშვება. საღამოს 6 საათზე იმათი ნაწილები უკვე გამოშვებული იყვნენ. ორი დღის განმავლობაში გამოვიდნენ: 8 ათას კაცამდე, 3 000 ცხენი, რამდენიმე ასი „პოდვოდები“, 21 საბარგო ავტომობილები, 6 სამგზავრო ავტომობილი. 13 მოტოციკლეტი და რამდენიმე ათეული აქლემი. …