civil.ge
„არა ფობიას“ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გამოხატული ქსენოფობიით „შეშფოთებულია“
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს „ქსენოფობიის იმ ტალღის“ გამო, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში კორონოვაირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ საკარანტინო ზომების გამკაცრებას მოჰყვა. 25 მარტს გავრცელებული განცხადაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შემდგომ, „საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი - სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი …