რესპუბლიკის ამბები

პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 მარტი, N67

პოლონეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა

მარტის 24. საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან შემდეგი ნოტა მიიღო:

ბ-ნო მინისტრო! პატივი მაქვს გაუწყოთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზათ არის იცნოს საქართველოს მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია „დე ფაქტო“, იმ დრომდე, სანამ საზავო კონფერენცია არ იცნობს ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ „სატატუს“ საქართველოს მიმართ.

პოლონეთის მთავრობას მტკიცეთ სწამს, რომ ამ ორ ქვეყნის საერთო ინტერესები ისე, როგორც ურთი-ერთ სიმპატიები ახლო მომავალში საქართველოსა და პოლონეთს შუა მეგობრულ კავშირს დაამყარებს. ამ მიზნით პოლონეთის მთავრობა მოხარული იქნება ვარშავაშ მიიღოს საქართველსო წარმომადგენელი, რათა ამით დაამტკიცოს თავისი სიმპატია. პოლონეთის მთავრობამ ეხლახანს მინისტრ ტიტუს პოლიპოვიჩის თავმჯდომარეობით დანიშნა საგანგებო მისია, რომელიც ახლო ხანში წამოვა ტფილისს, რათა მეგობრული დამოკიდებულება დამაყაროს. გთხოვთ კეთილ მეგობრულათ მიიღოთ ზემო აღნიშტული მისია. მიიღეთ და სხვა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პატეკი

მსგავსი/Related

Back to top button