civil.ge
საქართველომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა
საქართველოს პარლამენტმა 20 მარტის პლენარულ სხდომაზე 91 ხმით იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიესალმა ლორთქიფანიძის კანდიდატურის „ერთსულოვან მხარდაჭერას“ და იმედი გამოთქვა, რომ ის „საბოლოოდ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული“. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ძალიან …