civil.ge
არასამთავრობოები აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ
38 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის მაუწყებელში „მიმდინარე საგანგაშო პროცესებს“ ეხმიანება და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათი მანდატის ფარგლებში, „რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას“ სთხოვს. 17 მარტს გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში უფლებადამცველები საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ: დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენონ …