civil.ge
კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადაიდო
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გაეროდან ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. მოლაპარაკებები 31 მარტი-1 აპრილს უნდა გამართულიყო. 16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება „COVID-19-ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს“. „თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო …