civil.ge
ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ცხინვალის ლიდერს უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტს კრემლში ოკუპირებული ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება, მათ შორის, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ჩათვლით. „შესრულებულია 4.2 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო პროგრამაც“, - განაცხადა მანვე. „სერიოზული სამუშაო გავწიეთ ბიუჯეტის ფორმირების კუთხითაც“, - თქვა ბიბილოვმა და დასძინა, რომ ყველა დასახული ამოცანა ფაქტობრივად …