civil.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმება
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, რაც „გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“. „საქართველომ კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში“, - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ 10 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. სამინისტრო …