Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

დედაქალაქის თვითმმართველობამ 47 ახალი სკოლა გახსნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 მარტი, N58

ქალაქის თვითმმართველობაში: სკოლები

1917 წელს, ძველი თვთმმართველობიდან აგვისტოში ჩაბარებულ იქნა ახალი ქალაქის დემოკრატიულ გამგეობის სულ 35 საქალაქო სკოლა, 156 განყოფილებითა. ამ ჟამათ ქალაქი გამგეობის განკარგულებაში არის 82 სკოლა 382 განყოფილებით, ნაციონალურათ სკოლები შემდეგნაირად ნაწილდებიან: ქართული 24, 120 განყოფილებით, სომხური 18, 99 განყ., რუსული 23, 86 გან., მუსულმანების 2, 11 განყ., ოსური 1, 4 გან. აგრეთვე ქალაქმა მიიღო  თავის განკარგულებაში 1 ნემეცური სკოლა 4 განყოფილებით, 1 პოლონური, 4 განყ., ხელ-ახალ გახსნა 1 ბერძნული სკოლა 4 განყოფილებით და ერთიც აისორული ორი განყოფილებით. ყველა ზემოთ ხსენებულ სკოლებში სწავლება სწარმოებს მოწაფეთა მშობლიურ ენაზე.

მსგავსი/Related

Back to top button