civil.ge
„პოლიტპატიმრების“ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოებაა
საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან. ოპოზიცია გიორგი რურუას, გიგი უგულავას, ბესიკ თამლიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის დროულად გათავისუფლებას ითხოვს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება „პოლიტპატიმრების“ საკითხს არ ეხება. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხის გარშემო პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებს გთავაზობთ. …