civil.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა
ბოლო ორ დღეში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა (10) უკავშირდება „იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს“, ხოლო ორი კი - ირანს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. „პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა …