civil.ge
კორონავირუსის გამო საქართველო იტალიასთან პირდაპირ ფრენებს დროებით აჩერებს
საქართველოს მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა და „საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა“. დღესვე, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, „კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს“. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის …