ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ცხრას მიაღწია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან ამყრლიძემ დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამყრელიძისვე განმარტებით, ხუთივე ახალი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელბიც ახლახან იტალიაში იმყოფებოდნენ. იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად მიიჩნევა.

მანამდე, დილით გამართულ ბრიფინგზე, გამყრელიძემ საზოგადოებას საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის მეოთხე შემთხვევის შესახებ ამცნო. ამ შემთხვევაშიც ვირუსის მქონე საქართველოს მოქალქეა, რომელიც ქვეყანაში ცოტა ხნის წინ, ასევე იტალიიდან დაბრუნდა.

ჯამში, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის სულ ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. პირველად ინფექცია, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, სამ დღეში კი – მისი მაჩვენებელი სამამდე გაიზარდა. ვირუსის ექვსი ახალი შემთხვევის შესახებ კი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს დილით და საღამოს გამართულ ბრიფინგებზე განაცხადა.

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button