ახალი ამბები

აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა შემოიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა შემოიღო. რუსული საინფორმაციო სააგენტო „TASS“-ის ცნობით, „კანონი“ ძალაში 1 მარტიდან შევიდა.

აფხაზი „კანონმდებლების“ მიერ 2019 წლის აპრილში მიღებულმა კანონპროექტმა ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობისთვის ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. „კანონი“ იმ პირთათვის, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებაში ედებათ ბრალი, სასჯელის უმაღლეს ზომას, ანუ სიკვდლით დასჯას და ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს. თუმცა, სიკვდილით დასჯაზე 2017 წელს დაწესებული მორატორიუმის გათვალისწინებით, სასჯელის მოცემული ზომა სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.

„კანონის“ თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად განისაზღვრება 0.5 გრ მეტადონი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა. ამ რაოდენობის ფლობა და/ან გავრცელება, სამუდამო პატიმრობით დაისჯება. სამუდამო პატიმრობა  ბავშვებს და ქალებს არ შეეხებათ (მათთვის 7 და 15 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული).

ამჟამად, აფხაზეთის „სისხლის სამართლის კოდექსი“ სასჯელის უმაღლეს ზომას რამდენიმე დანაშაულისთვის ითვალისწინებს, მათ შორისაა განზრახ მკვლელობა, „საკონსტიტუციო წესრიგის“ და სახელმწიფო უსაფრთხოების დამხობა, და „დანაშაულები სამხედრო სამსახურში“. სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება მოზარდებზე, ასევე 65 წლის ასაკის და უფროს ქალებსა და კაცებსა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button