civil.ge
ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები წესდება. ადგილობრივი მედიასაშუალების „რეს“-ის ინფორმაციით, ცხინვალის ლიდერები რეგიონის მოსახლეობას ვირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ გადაწყვეტილებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ცხინვალის მოქალაქეების რეგიონში დასაბრუნებლად, ოძისი-მოსაბრუნის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნება. „უშიშროების კომიტეტის“ …