civil.ge
1920: იტალიის მისია გორში მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 თებერვალი, N44 იტალიის მისიის დახმარება განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საერთო საქმეს იტალიის მისიის მიერ გაგზავნილმა საგანგებო რაზმმა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი დაზარალებულთათვის დახმარების მოწყობას. რაზმმა კარვები დასდგა, მოაწყო საექიმო დახმარება, დაურიგა დაზარალებულთ თბილი ტანისამოსი, საბნები, მედიკამენტები და სხვა. საერთოდ, იტალიელების მისია დიდის თანაგრძნობით მოეკიდა ქართველ ერს მისდამი წილხვდომილ უბედურების გამო. აი …