civil.ge
საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსულმა ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ თბილისზე კონტროლი დაამყარა. საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა. დღეს, …