civil.ge
ხელისუფლება გორის მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 24 თებერვალი, N43 მიწის ძვრა საქართველოში დამფუძნებელი კრების კომისია დამფუძნებელ კრებას გორში საგანგებოთ გაგზავნილმა კომისიამ შემდეგი მოხსენება წარუდგინა: ქართლის დედა ქალაქი გორი აღარ არსებობს, იგი მიწის ძვრის მსხვერპლი გამხდარა, დანგრეულია ყველა შენობები, არც ერთი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი დაწესებულება აღარ მუშაობს. ნანგრევების ქვეშ მოუტანია ხალხის სარჩო-საბადებელი. მცხოვრებლები ქუჩაში ყრიან. სიცივეა, სიმშილი, შიში, …