civil.ge
საქართველოს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საბერძნეთში ახალი ელჩები ჰყავს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საბერძნეთში ახალი ელჩები ჰყავს. ეს თანამდებობები ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ, დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე ყოფილმა მოადგილემ დავით დონდუამ დაიკავეს. სოფიო ქაცარავამ, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გასული წლის 14 …