civil.ge
გორში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 თებერვალი, N41 დიდი მიწისძვრა თფილისში 20 თებერვალს ღამის 3 საათზე მცხოვრებნი შიშმა მოიცვა. პირველად ვერ გამოერკვნენ, მაგრამ როცა მიწის ძვრამ იმატა თავზარდაცემულთ ვერ მოეფიქრებინათ როგორ დაეღწიათ თავი მოსალოდნელი უბედურებისაგან. ბევრ ადგილას სახლებში ჭერი ჩამოინგრა, მხოლოდ ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა. ფიზიკურ ობსერვატორიაში ამ დღეს რემონტის გამო სეისმოგრაფები ქვედა სართულში ყოფილა ჩატანილი …