civil.ge
საქართველოსა და მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 19 თებერვალს თავის მალაიზიელ კოლეგას მოჰამად არიფ იუსოფს შეხვდა. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეებმა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობასა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1229735591748734977?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1229735591748734977&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F339467 თალაკვაძის თქმით, მან თავის მალაიზიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გუშინ, მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს …